საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $12 097.6 მლნ. შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი $3 575.6 მლნ იყო (ზრდა 15.7%), ხოლო იმპორტი – $8 522.1 მლნ (გაიზარდა 19%-ით).