2024 წლის I კვარტალში საქართველოს რკინიგზით შემოტანილი ტვირთის 53%-ზე მეტი რუსეთზე მოდის. რუსეთი ასევე პირველ ადგილს იკავებს ქვეყნიდან გატანილი ტვირთის მოცულობის მიხედვით.
იანვარ-მარტში საქართველოს რკინიგზით სულ გადატანილია 3.2 მლნ. ტონა ტვირთი, რაც 2.5%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
2024 წლის I კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 53.5%-ის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 22.9%-ის გამომგზავნს – აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი 10-10%-ზე ნაკლები იყო(ჯამურად 23.6%).
ძირითადად შემოტანილია:
- ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (54.7%);
- სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (19.8%);
- ძირითადი ლითონები (6.4%);
- ლითონის მადანი და სხვა კარიერული პროდუქტები (3.5%);
- სოფლის მეურნეობის პროდუქტები (3.5%);
2024 წლის I კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 10.2%-ის დანიშნულების ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, თითოეული დანარჩენი ტვირთის მიმღები ქვეყნების წილი 10-10%-ზე ნაკლები იყო (ჯამურად 89.8%).
გატანილია:
- ლითონის მადანი და სხვა კარიერული პროდუქტები- (52.6%);
- საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (20.5%);
- ძირითადი ლითონები (13.4%);
- სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (8.9%).
2024 წლის I კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო:
- ნიდერლანდები- 16.2%,
- თურქეთი- 8.1%;
- ჩინეთი- 7.9%;
- იტალია- 3.3%;
- უკრაინა- 3.3%;
- რუმინეთი- 2.4%
ამავე პერიოდში, ტრანზიტული ტვირთის გამომგზავნი ქვეყნების წილი ასე გამოიყურება:
- ბრაზილია- 2.7%;
- ჩინეთი1.5%;
- უკრაინა1.4%;
- საბერძნეთი 1.3%;
- აშშ 1.1%