2023 წლის II კვარტალში საქართველოს რეზიდენტმა ვიზიტორებმა საზღვარგარეთ ვიზიტებისას ყველაზე მეტი შოპინგზე დახარჯეს.
საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაწეული ხარჯები ასე ნაწილდება:
- საყიდლებზე გადახდილის თანხა მათი მთლიანი ხარჯის 43.5%-ს შეადგენდა, რაც საშუალოდ 411,4 ლარი იყო.
- საკვებსა და სასმელზე თანხის 27,8% – 262.6 ლარი დაიხარჯა;
- განთავსებაზე – 13,9%, 131,6 ლარი;
- ადგილობრივი ტრანსპორტზე – 8,1%, 76.7 ლარი;
- გასართობ, გამაჯანსაღებელ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე – 4,1%, 38,3 ლარი;
- სხვა ხარჯი – 2,7%, 25,4 ლარი.
2023 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას მთლიანად გაწეული ხარჯები 514.3 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 12.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საინტერესოა, რომ ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირდა.
საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელია ვთქვათ, რომ მოგზაურობისას ნაკლებად ხარჯიანი ვიზიტები ჭარბობდა.