საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება. შესაბამისი დადგენილების პროექტს პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე უყარა კენჭი. მას მხარი დაუჭირა 80-ვე დეპუტატმა. წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპაუაშვილის თქმით, პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს ჩატარდება.
წელს პირველად საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი წესით, არჩევნებზე ხმის მიცემით, არ აირჩევს მოსახლეობა. ხალხის ნაცვლად პრეზიდენტს აირჩევს 300 კაციანი საარჩევნო კოლეგია, რომელშიც შედის: საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (20 დეპუტატი), აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (21 დეპუტატი) და 109 პირი მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან.
თუ კანდიდატებიდან 200 ხმა ვერავინ მოაგროვა, ჩატარდება მეორე ტური, რომელშიც ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას და გაიმარჯვებს ის, ვისაც მეტ ხმას მიიღებს.
საქართველოს მომავალი პრეზიდენტი 5 წლის ვადით უნდა აირჩიონ.