აზიის განვითარების ბანკის(ADB) პროგნოზით, 2024 წელს საქართველოში ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება. ხოლო 2025 წელს ზრდა 5,5%-ს მიაღწევს.
ADB -ის შეფასებით, 2024 წელს ეკონომიკის შენელებას გამოიწვევს ფულადი გადმორიცხვების კლება, მიუხედავად იმისა, რომ ხელფასის ზრდის გაგრძელება ხელს შეუწყობს შიდა მოთხოვნის ზრდას.
ამის შემდეგ შიდა მოთხოვნა 2025 წელს 3,8%-ით უნდა გაიზარდოს, ეკონომიკური ზრდისა და შემოსავლების მატების კვალდაკვალ. დარჩენილი რუსი მიგრანტების ხარჯები საქონელსა და მომსახურებაზე წაახალისებს მოხმარებას 2024 წლის განმავლობაში, მაგრამ ამ ხარჯების პროგნოზი 2025 წლისთვის უფრო გაურკვეველია.
მცირე საგარეო მოთხოვნა მიმდინარე წელს შეანელებს ეკონომიკურ ზრდას, 2025 წელს ვიდრე ის არ აღდგება ტურიზმის სექტორი და არ აჩვენებს 6,3%-იან ზრდას. ტურიზმის ზრდასთან ერთად მოსალოდნელია ინვესტიციების მატებაც.