“საქართველოს ბანკის” შვილობილი სომხური “ამერიაბანკი” 5 მლრდ დრამის(12,9 მილიონი დოლარი) მოცულობის ობლიგაციების ემისიას ახორციელებს(ნომინალი 100 000, ვადა 27 თვე). ობლიგაციების განთავსება ეტაპობრივად მოხდება და 20 ნოემბერს დასრულდება (იხილეთ მათი ფასი განთავსების დღეების მიხედვით).
“ამერიაბანკი” სომხეთის ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ბანკია. მისი მოგება, სექტემბრის მონაცემებით, 21%-ით გაიზარდა. ამის შესახებ სააგენტო „არკა“ იუწყება (L/Y- 34.3 დრამი; +21.2%Y.Y).
ამერიაბანკმა 9 თვე $107 მლნ-ის (41.6 მლრდ დრამი) მოგებით დაასრულა. აღნიშნული მაჩვენებლით, ამერიაბნაკი №2-ა სომხეთის ბაზარზე, რომელიც 15 ბანკით არის წარმოდგენილი.
წამყვანი ხუთეულის (არდშინბანკი, ამერიაბანკი, ინეკსბანკი, აკბა ბანკი, IDბანკი) წილი მთლიანი საბანკო სექტორის მოგების 70%-ს შეადგენს.
სომხეთის ბანკების TOP-5 -ის წმინდა მოგებაში, რომელიც180 მლნ დრამს შეადგენს, ქართული ბანკის მფლობელობასი მყოფ ამერიაბანკზე 23.1% მოდის.
სომხეთის მთლიანი საბანკო სექტორის კრებსითი 9 თვის მოგება 268 მლრდ დრამამდეა ($433 მლნ).
“ამერიაბანკის” მომგებიანობა (ROE) 25%-ს აღემატება.
რაც შეეხება მის მფლობელ საქართველოს ბანკს, მისი უკუგება კაპიტალზე (ROE) 30%-ს აჭარბებს.
04/2024-ის მდგომარეობით, ბანკის საწესდებო კაპიტალი ADM 54.4 მლრდ-ია. აქციების 90% “საქართველოს ბანკის ჯგუფს” ეკუთვნის, 10% EBRD-ს.
სომხური უნივერსალური ბანკის აქციების შესყიდვის $303.6 მილიონიან ტრანზაქციის შესახებ “საქართველოს ბანკის ჯგუფმა” წელს თებერვალში განაცხადა.
“ამერიაბანკის” უდიდესი აქციონერი Imast Group იყო, ანუ ყოფილი Ameria Group-ი, რომელიც ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ყოფილ ლიდერს, რუბენ ვარდანიანს ეკუთვნოდა. მისი წილი 48.82%-ია. 2023 წლის შემოდგომაზე, როდესაც ბაქომ ყარაბაღზე კონტროლი აღადგინა, აზერბაიჯანმა დააკავა ვარდანიანიც და დღეს ის პატიმრობაშია.