“საქართველოს ბანკის” შვილობილი სომხური “ამერიაბანკი” ახალ პროექტს იწყებს, სახელწოდებით „შენი სახლი სომხეთში“.
პროექტი გულისხმობს ექსკლუზიურ შეთავაზებას სომხური დიასპორისთვის, შეიძინონ უძრავი ქონება სამშობლოში.
„შენი სახლი სომხეთში“ გულისხმობს ბინის ან სახლის შესაძენად დაფინანსების მოქნილ ვარიანტებს დრამში, დოლარში და ევროში.
“ამერიაბანკმა” პროექტი წარუდგინა დუბაიში ჩასულ მაღალშემოსავლიან დიასპორას, რომლებიც EngageArmenia2024-იდ ფორუმს ესწრებიან. ფორუმში “საქართველოს ბანკის” შვილობილი ბანკიც იღებს მონაწილეობას.
“ამერიაბანკის” ინფორმაციით, ბანკის წარმომადგენლები ადგილზე მიაწვდიან საჭირო პერსონალიზებულ რჩევებს დაინტერესებული თანამემამულეების საჭიროებების, პრეფერენციებისა და შემოსავლის წყაროების გათვალისწინებით.
ფორუმის ძირითადი თემებია განათლება და ჯანდაცვა, რეპატრიაცია და კარიერული შესაძლებლობები, ბიზნესი, ინვესტიციები და ექსპორტის ხელშეწყობა, აგრეთვე სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა.
ფორუმი სომხური დიასპორისთვის საუკეთესო სივრცეა ახალი კავშირების დამყარებისთვის – იტყობინება ბანკის პრესსამსახური.