2024 წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა კვლავ ყირგიზეთია.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტზე ყირგიზეთში $745,494 მილიონის პროდუქცია გავიდა, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 80%-ით არის გაზრდილი. ყირგიზეთის წილმა მთლიან ექსპორტში 18%-ს მიაღწია.
ამ ქვეყნის ლიდერობას ძირითადად ავტომობილების რეექსპორტი განაპირობებს.
მეორე ადგილს საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალში ყაზახეთი იკავებს. ამ ქვეყანაში მიმდინარე წლის 8 თვეში $538.2 მილიონის ექსპორტი განხორციელდა, რაც 25,7%-იან წლიურ ზრდას ნიშნავს. მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი $475,980 მილიონის ექსპორტით. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყანაში ექსპორტის მოცულობა 16,2%-ით არის შემცირებული.