საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა ჩიპების მწარმოებელი ქარხნის – Ommic-ის ხელმძღვანელობა, რომლებმაც რუსეთს საიდუმლო ტექნოლოგიები მიჰყიდეს.
კომპანია Ommic მიკროსქემების კომპონენტებს აწარმოებს.
საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კომპანიის ფრანგმა და ჩინელმა ხელმძღვანელებმა ჩინეთს და რუსეთს გადაცეს საიდუმლო ტექნოლოგიები, რომლებიც სამხედრო ინდუსტრიაში გამოიყენება.
ასევე დაყადაღებულია Ommic-ის აქციები, რომელსაც ჩინელი ბიზნესმენი აკონტროლებდა.
ამის შესახებ გაზეთი Le Parisien საფრანგეთის ხელისუფლებისა და სასამართლოების გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით წერს.
Ommic ამზადებს მაღალი ხარისხის ჩიპებს, რომლებიც გამოიყენება 5G აღჭურვილობაში, თანამგზავრებში, ასევე ტანკების რადარებში და რაკეტების მართვის სისტემებში. ასეთი ტექნოლოგიები საგულდაგულოდ არის დაცული და მათი ექსპორტი კონტროლდება.
გამომძიებლების თქმით, რუსეთმა ნახევარგამტარებში €11,8 მილიონი გადაიხადა. სქემა მათ ჩინეთის გავლით მიწოდებას ითვალისწინებდა. ჩიპების მიწოდების სხვა მარშრუტი ლიტვის, ინდოეთისა და თურქეთის ტერიტორიაზე გადიოდა.
გამომძიებლები ამბობენ, რომ ჩიპები და ტექნოლოგიის შესახებ ინფორმაცია იარაღის მწარმოებელ რუსულ სახელმწიფო კომპანიას გადაეცა.