ოფიციალური ინფლაცია საქართველოში 0,8%-ს შეადგენს.
საქსტატის მონაცემებით, ოქტომბრის თვეში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 0,8% იყო. წინა თვესთან შედარებით კი ფასებმა კიდეუ უფრო ნაკლებად – 0,6%-ით მოიმატა.
წლიურ ინფლაციაზე გავლენა ჰქონდა ფასების ცვლილებას შემდეგ ჯგუფებზე:
- სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე ფასები გაზრდილია 9,8%-ით;
- ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოს ჯგუფზე ფასები მომატებულია 6,6%-ით;
- საცხოვრებელი, წყლის, ელ.ენერგიისა და აირის ჯგუფი გაძვირდა 4,2%-ით;
- ტრანსპორტი გაძვირდა 1,2%-ით;
- სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ღირებულება შემცირდა 1,2%-ით.
როგორც სტატისტიკიდან ჩანს, ფასები, უმეტესწილად, მომატებულია სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე, სადაც ყველაზე მეტად გაძვირდა ქვეჯგუფები: საფინანსო მომსახურება (26.3%), პირადი ჰიგიენა (5.7%), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (3.4%);
ალკოჰოლური სასმელებისა, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა, როგორც თამბაქოს ნაწარმზე (6.8%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (6.4%);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა-შეკეთებასა (11.2%) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (9.9%).