კომპანიებს მოქალაქეებისთვის სარეკლამო შეტყობინებების უნებართვოდ გაზავნა 1 მარტიდან შეეზღუდებათ.
აკრძალვას „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს.
შეზღუდვა შეეხება როგორც მობილურ ტელეფონზე გაგზავნილ სარეკლამო SMS-ებს, ასევე ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილ შეტყობინებებს.
1 მარტიდან კომპანიამ:
- სარეკლამო შეტყობინება უნდა გააგზავნოს მხოლოდ წინასწარი თანხმობის შემთხვევაში;
- ადრესატის მიერ სარეკლამო შეტყობინების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია 7 სამუშაო დღეში დააკმაყოფილოს მოთხოვნა;
- შეტყობინების მიღებაზე უარის თქმა შესაძლებელი უნდა იყოს მარტივი გზით.
თუ კომპანია დაარღვევს სარეკლამო შეტყობინების გაგზავნის წესს, მოქალაქეს შეუძლია მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. უწყება განიხილავს საჩივარს და კომპანიას დააკისრებს ჯარიმას:
-
500 ათას ლარამდე ბრუნვის მქონე კომპანიაზე ან მეწარმეზე – 2000 ლარს;
-
უფრო დიდი ბრუნვის მქონე კომპანიებისთვის – 3000 ლარს;
-
დამამძიმებელი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში ჯარიმები იზრდება.
ამასთანავე, სარეკლამო შეტყობინების მიმღებ პირს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია, რა წყაროებით მოიპოვეს მისი საკონტაქტო მონაცემები;
გასათვალისწინებელია, რომ თუ მოქალაქე უარს არ იტყვის სარეკლამო შეტყობინების მიღებაზე, ამას კომპანია თანხმობად ვერ ჩათვლის.