- თიბისი კაპიტალის ბოლოდროინდელი პროგნოზით, 2024 წლის ბოლოსათვის რეფინანსირების განაკვეთის მიმდინარე 9%-დან 8.25%-მდე შემცირება იყო მოსალოდნელი;
-
ამასთან, თებერვლის ინფლაცია მოსალოდნელზე უფრო დაბალია, ისევე როგორც, შესაძლოა ერთჯერადად, თუმცა იანვარში, გასულ პერიოდთან შედარებით, უფრო ზომიერი საკრედიტო აქტივობა დაფიქსირდა;
-
სხვა მხრივ, სავალუტო შემოდინებები და ეკონომიკის ზრდის ნორმალიზება კვლავ შემცირების არგუმენტებია;
-
ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ საქართველო და მსგავსი ქვეყნები ძირითადად აშშ-ში და ასევე გარკვეულწილად მაინც ევროზონაში არსებულ განაკვეთებზე არიან დამოკიდებული;
-
თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ეს მაჩვენებელი შემცირდა, რაც ცალსახად დადებითი განვითარებაა და ლარში საპროცენტო განაკვეთების შემდგომი დაწევის რაციონალზე მიუთითებს;
-
მთლიანობაში, განახლებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვფიქრობთ, რომ საბაზო სცენარი 2024 წლის ბოლოსათვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დაახლოებით 8%-მდე შემცირებაა.