დასაქმებულების საპენსიო შენატანის გადაუხდელობის შემთხვევაში კომპანიებს საპენსიო სააგენტო დააჯარიმებს.
ამჟამად, ამგვარი დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმების უფლებამოსილება შემოსავლების სამსახურს აქვს.
დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, რომელსაც პარლამენტი იხილავს, დაჯარიმებაზე პასუხისმგებელი უკვე უშუალოდ საპენსიო სააგენტო იქნება.
ცვლილებების თანახმად, დაჯარიმების შემთხვევაშიც, კომპანიას ვალდებული იქნება, რომ სრულად დაფაროს გასულ პერიოდში დასაქმებულის სასარგებლოდ არასრულად გადახდილი საპენსიო შენატანები.
საპენსიო შენატანის წესის დარღვევაზე ჯარიმა ისევ 500 ლარი იქნება, განმეორების შემთხვევაში კი 1000 ლარამდე გაიზრდება.
პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილების პროექტი, რომელიც საპენსიო სააგენტოს უფლებამოსილებების გაზრდას ითვალისწინებს.
ამავე კანონპროექტით, სააგენტოს საპენსიო დანაზოგების მსხვილ პროექტებში ინვესტირების უფლებაც ენიჭება.