დღეს, 28 ოქტომბერს, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები ეცემა.
საქართველოს ბანკის(BOG) აქციის ფასი 6%-ით გაუფასურდა და ამჟამად 3,760.00 გირვანქა სტერლინგი ღირს, რაც 1 ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბალი ფასია.
თიბისი ბანკის(TBC) აქციის ფასი 8.89%ით შემცირდა და ამ დროისთვის ერთი აქციის რირებულება 2,615 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
Georgia Capital PLC-ის აქციები 10.54%-ით დაეცა და 925.00 სტერლინგად იყიდება.
ქართული კომპანიების აქციების ვარდნა სავარაუდოდ, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება, რომელშიც მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ”, ცესკოს მონაცემებით, ხმათა 53,9% მიიღო.
უცხოელი დამკვირვებლები არჩევნების დროს დაფიქსირებულ არაერთ დარღვევაზე საუბრობენ. აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაცია და ევროსაბჭო კი საქართველოს მთავრობას იმ დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებს, რომლებსაც საარჩევნო პროცესში ჰქონდა ადგილი.
როგორც ჩანს, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან გაზრდილია მოლოდინი, რომ დასავლეთის მხრიდან საქართველოში კონკრეტული პირების სანქციები განხორციელდეს.