სამხრეთ კორეა მეხსიერების ბარათების მსოფლიოში უდიდეს ქარხანას ააშენებს. მშენებლობა Samsung Electronics-ის $230 მილიარდის ინვესტიციით განხორციელდება.
სამხრეთ კორეამ მაღალტექნოლოგიური ნახევარგამტარების უდიდესი კლასტერის შექმნის გადაწყვეტილება ბაზარზე შექმნილი დეფიციტისა და ამ პროდუქტზე მაღალი მოთხოვნის გამო მიიღო.
ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიზნით, ქვეყანა სამრეწველო ტექნოლოგიების დაცვის აქტსაც გადახედავს.
შარშან, მაისში, Samsung-მა გამოაქვეყნა გეგმა, რომლის მიხედვით, 2026 წლისთვის საკუთარ ბიზნესში $350 მილიარდზე მეტს ჩადებს და ათიათასობით ახალი სამუშაო ადგილს შექმნის. კომპანია ინვესტირებას ძირითადად ჩიპების და ბიოფარმაცევტული პროდუქტების წარმოებაში განახორციელებს.
სმარტფონებისა და ტელევიზორების ერთ-ერთმა უდიდესი მწარმოებელი Samsung, ბოლო წლებში მსოფლიო ბაზრისთვის უფრო მეტად, ნახევარგამტარების მიმწოდებელ გახდა.