აშშ-ის სამივე ძირითადი საფონდო ინდექსი რეკორდულ ნიშნულზეა.
Dow Jones-ის ინდექსი პარასკევს 40,000 მაღალ ნიშნულზე დაიხურა, რაც პირველად მოხდა მის 139 წლიან ისტორიაში. Dow ზედიზედ მეხუთე კვირაა იზრდება.
გაიზარდა S&P 500 და Nasdaq Composite. S&P 500-მა წინა კვირაში 11%-ით მოიმატა.
ინდექსების ზრდა გამოიწვია ოპტიმიზმმა, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი(FED) განაკვეთებს შეამცირებს.
ოპტიმიზმს აძლიერებს აშშ-ს შრომის სტატისტიკის სამსახურის ანგარიში, რომელიც მიუთითებს, რომ ინფლაციამ კლება დაიწყო. ეს კი არის სტიმული FED-ის მიერ განაკვეთის შემცირებისთვის, რასაც ინვესტორები წლის დასაწყისიდან ელოდნენ.
როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ინდექსების ზრდა აშშ-ის ეკონომიკის მდგრადობას აჩვენებს და ეს ტენდენცია დიდი ალბათობით, კიდევ გაგრძელდება.