საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ აირზენას ბოიკოტს უცხადებს და მოქალაქეებსაც ამისკენ მოუწოდებს.
„მე ჩემთვის ვაწესებ, ეს ბევრს არ ნიშნავს, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ თქვენც გაიზიაროთ ბოიკოტი აირზენაზე“, – ამის შესახებ მან დღეს, 20 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კომპანია აირზენა სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი ყველა ხელისუფლების დროს, რომ გამდიდრდეს.
„ახლა უნდა ისარგებლოს ამ ახალი რეალობით, რომელიც არის მიუღებელი ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის. მე თავს შევიკავებ ბორტის გამოყენებისგან, ვიდრე ეს იქნება აირზენას ხელში, რომ კიდევ ამით არ გავამდიდრო ის კომპანია, რომელიც ფულისთვის ყველაფრისთვის მზად არის… ვნახეთ მისი ხელმძღვანელის გახარებული განცხადებები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.