სათვალეებისა და ოპტიკური ჩარჩოების რითეილერები საქართველოს ბაზარზე საკმაოდ მაღალ მარჟებზე მუშაობენ და დიდი მოგება აქვთ.
კომპანიების საერთო მოგების მარჟის (gross profit margin) საშუალო შეწონილი მაჩვენებელი 55%-ია, EBITDA მარჟა კი 22%. ამას აჩვენებს კომპანიების ფინანსური ანგარიშები, რომლის მიმოხილვას “ფინსპოტი” აქვეყნებს.
კომპანიების ფინანსური ანგარიშებიდან ჩანს, რომ მათ უმეტესობას საერთოდ არ გააჩნია სასესხო ვალდებულება, შესაბამისად, საკმარისი თავისუფალი ფულადი ნაკადები რჩებათ დივიდენდის გასაცემად.
ოპტიკური პროდუქციის ბაზარზე 5 მსხვილი კომპანია ფუნქციონირებს:
1. შპს “რონიკო” (Roniko • რონიკო)
2. შპს “კენარი” (Kenari • კენარი)
3. შპს “ჯემინი” (Optimist • ოპტიმისტი)
4. შპს “თორელი” (Toreli • თორელი)
5. შპს “სანი” (SANI • სანი)
კომპანიების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა ოპტიკური პროდუქციის (მზის სათვალეები, ოპტიკური ჩარჩოები, კონტაქტური/კოსმეტიკური ლინზები და ა.შ.) იმპორტი და მათი საცალო და საბითუმო რეალიზაცია.
ოპტიკურ ბაზრის უპირობო ლიდერია “რონიკო“ და მასთან დაკავშირებული 2 ოპტიკური კომპანია – “კენარი” და “ოპტიმისტი”. სამივე კომპანია ერთ ფიზიკურ პირს ან მის ოჯახის წევრებს ეკუთვნის.
2022 წლის ბოლოს “რონიკომ” შეისყიდა საათებისა და სამკაულების რეალიზატორი კომპანია Arttime / ართთაიმი-ის 100%-იანი წილი ₾7.5 მილიონად (“რონიკოს” ჯერ არ აქვს თავის ანგარიშგებაში “ართთაიმი” დაკონსოლიდირებული). ტრანზაქცია სრულად დაფინანსდა კომპანიის მიერ დაგენერირებული ნაღდი ფულით, სესხის აღების გარეშე. ამ ტრანზაქციის შედეგად, “რონიკომ“, თავის შვილობილთან და დაკავშირებულ კომპანიებთან ერთად, ლიდერის პოზიცია მოიპოვა ოპტიკისა და აქსესუარების ბაზარზე და ჯგუფის ჯამურმა შემოსავლებმა ₾54 მილიონი შეადგინა (დაჯამებულია ყველა დაკავშირებული მხარის შემოსავლები და არ ითვალისწინებს ელიმინაციებს).
“რონიკოს” და მასთან დაკავშირებული კომპანიების გარდა, ოპტიკურ ბაზარზე შედარებით მცირე ზომის მოთამაშეები გვხვდებიან.
Roniko • რონიკო ყველაზე მაღალშემოსავლიანი ოპტიკური კომპანიაა საქართველოში. კომპანიის შემოსავლებმა ₾25 მილიონზე მეტი შეადგინა, რაც თითქმის 2-ჯერ აღემატება 2018 წლის ბრუნვას. “რონიკოსთან” დაკავშირებული ორი კომპანიის, კენარი და ოპტიმისტი, რომელთა შემოსავლებმა შესაბამისად, ₾10 და ₾5 მილიონი შეადგინა, შესაბამისად. “რონიკოს” მსგავსად, 2018-23 წლებში ორივე კომპანიის შემოსავლები თითქმის გაორმაგდა.
დანარჩენ 2 კომპანიას შედარებით მცირე მოცულობის ბრუნვა და ზრდის ტემპი აქვს.
Toreli-ის შემოსავლებმა ₾2.3 მილიონი შეადგინა და წლიურად მხოლოდ 0.7%-ით გაიზარდა.
SANI -ის შემოსავლებმა კი ₾1.4 მილიონი შეადგინა, რაც წლიურ 2.3%-იან ზრდას წარმოადგენს. ოპტიკური პროდუქციის რეალიზატორების საერთო მოგების მარჟები (gross profit margin) 49%-67%-ის ფარგლებშია. კომპანიების საოპერაციო ხარჯების უდიდესი ნაწილი მოდის ხელფასებსა და იჯარაზე.
სამი უმსხვილესი ოპტიკური პროდუქციის რეალიზატორის საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში 30%-55%-ის ფარგლებშია. მაღალი საერთო მოგების მარჟების და ეფექტურად მართული საოპერაციო ხარჯების ფონზე, კომპანიების მომგებიანობის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია. საოპერაციო მოგებისა და EBITDA მარჟები საშუალოდ 21% და 22%-ია, შესაბამისად. კომპანიების უმეტესობას სასესხო ვალდებულება არ აქვს. შესაბამისად, მსხვილ რეალიზატორებს საკმარისი თავისუფალი ფულადი ნაკადები რჩებათ დივიდენდების გასაცემად.
კომპანიების მიერ გაცემული დივიდენდები 2018-23 წლებში:
Roniko • რონიკო: ₾7.2 მილიონი;
Kenari • კენარი: ₾2.8 მილიონი;
Optimist • ოპტიმისტი: ₾1.4 მილიონი;
Toreli • თორელი: ₾84 ათასი (გაცემულია 2022-23 წლებში. წინა წლების ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი);
SANI • სანი: ₾161 ათასი (გაცემულია 2022-23 წლებში. წინა წლების ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი).
ვის ეკუთვნის კომპანიები?