- პოტენციურმა ბენეფიციარმა შესაძლებელია მიიღოს კომბინირებული სახის დაფინანსება, როგორც საგრანტო, ასევე პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ გაცემული კრედიტის არაუმეტეს 24 თვის საპროცენტო განაკვეთის სრული დაფინანსების სახით.
კრედიტის მოცულობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50,000 ლარს და არაუმეტეს 1,000,000 ლარს, ხოლო საგრანტო დაფინანსება განისაზღვრება სესხის თანხის არაუმეტეს 30%-ით და გაიცემა ბენეფიციარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ. ამასთან ჯამური დაფინანსება განისაზღვრება გაცემული სესხის თანხის არაუმეტეს 50%-ით.
- პროგრამის მიზანია ქვეყნის მასშტაბით ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ხელშეწყობა თანამედროვე კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვის გზით.
- პროგრამის მიზანია სათბურში წარმოებული პროდუქციის მოცულობის გაზრდა, მათ შორის, არასეზონურ პერიოდში, ახალი სასათბურე მეურნეობების მოსაწყობად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გზით.