EBay-მ ერთ წელიწადში $2 მილიარდამდე მოგება მიიღო მაშინ, როცა 2022 წლის პირველ კვარტალში კომპანიას $1.4 მილიარდის ზარალი უფიქსირდებოდა.
მსოფლიოს უდიდესი ონლაინაუქციონის – eBay-ის მოგებამ იანვარ-მარტში $569 მილიონი შეადგინა, ანუ $1.05 ერთ აქციაზე.
კომპანიის პროგნოზით, მეორე კვარტალში მისი შემოსავალი $2,47-$2,54 მილიარდი იქნება.
ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ eBay-ის აქციების ფასი 2,6%-ით გაიზარდა.
წლის დასაწყისიდან კომპანიის საბაზრო ღირებულება 4,6%-ით გაიზარდა ($23,6 მილიარდამდე), ხოლო Nasdaq-ის საფონდო ინდექსმა 13,3%-ით მოიმატა.