საერთაშორისო სავალუტო ფონდმა(IMF) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.7%-მდე გააუმჯობესა.
სავალუტო ფონდი ვარაუდობს, რომ წელს საქართველოში ეკონომიკა 4.8%-ის ნაცვლად, 5.7%-მდე გაიზრდება. ამის შესახებ შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ სუბირ ლალმა სებ-ში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სუბირ ლალმა პრეკონფერენცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, ნათია თურნავასთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად გამართა.
მისი თქმით, სხვა პოზიტიურ ფაქტორებთან ერთად, პროგნოზის გაუმჯობესებას განაპირობებს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, რაც ეკონომიკის ზრდის უფრო მაღალ მოლოდინს ქმნის. ფონდის განახლებული პროგნოზით, საქართველოს რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება.
IMF-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს სომხეთის ეკონომიკა 4.7%-ით, აზერბაიჯანის 2.4%-ით, თურქეთის 3.1%-ით, ხოლო რუსეთიში ეკონომიკა 1.3%-ით გაიზრდება.