საერთაშორისო სავალუტო ფონდი(სსფ) გლობალური ეკონომიკისთვის მთავარ რისკად უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში საომარ მოქმედებებს ასახელებს.
ამის შესახებ სსფ თავის ახალ მსოფლიო ეკონომიკურ პერსპექტივაში წერს.
სსფ-ის შეფასებით, უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციამ შეიძლება გამოიწვიოს მიწოდების შოკები, რაც საკვების, ენერგიისა და ტრანსპორტის ფასების ზრდას გამოიწვევს.
ახლო აღმოსავლეთში ესკალაციამ შეიძლება გაზარდოს ნავთობის ფასები 15%-ით და საკონტეინერო გადაზიდვების ტარიფები 2024-2025 წლებში 150%-ით გაძვირდეს.
”საზღვაო გადაზიდვის ღირებულების ზრდა უმეტესად კონცენტრირებულია აზია-ევროპის მარშრუტებზე”, -აღნიშნავს სავალუტო ფონდი.
“ღაზასა და ისრაელის კონფლიქტი შეიძლება გამწვავდეს უფრო ფართო რეგიონში. წითელ ზღვაში თავდასხმები და უკრაინაში მიმდინარე ომი გლობალური ეკონომიკის აღდგენისთვის ქმნის დამატებით შოკებს, საკვების, ენერგიისა და ტრანსპორტირების ხარჯების მატებით”,- ნათქვამია შეფასებაში.
თუმცა, მიმოხილვის თანახმად, ნავთობისა და კონტეინერების ტარიფები საბაზისო ნიშნულს სავარაუდოდ, 2026 წელს დაუბრუნდება.
ნავთობის ფასი დღეს 63 ცენტით დაეცა და $86,66 შეადგინა, ხოლო აშშ-ის WTI-ის ნავთობის ფიუჩერსები $82,05-ად იყიდებოდა.