ეროვნული ბანკის მიერ ბანკებისთვის რეგულაციების გამკაცრების მიუხედავად, სავალუტო სესხები ჯერ არ ითოკება.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ნოემბერში 19 400 ახალი სესხის გაიცა, აშშ დოლარში (10/2024 – 18 540) და 5 128 ერთეული, ევროში (10/2024- 4 800).
არ არის გამორიცხული, სებ-ს რეგულაციების კიდევ ერთი რაუნდის გატარება მოუწიოს.
როგორც ცნობილია, იანვრიდან სავალუტო სესხზე ხელმისაწვდომობა კიდევ ერთი 100 000 ლარით შეიზღუდა. კერძოდ, ვისაც ეროვნულ ვალუტაში აქვს შემოსავალი, 500,000 ლარამდე სავალუტო სესხის აღებას ვეღარ შეძლებენ. ეროვნულმა ბანკის მიერ რეგულაციების გამკაცრება რამდენიმე რაუნდად მოხდა. სესხის ზედა ზღვარი 200 000- დან ჯერ 300 000 ლარამდე, მალევე 400 000-მდე და ბოლოს 500 000 ლარამდე გაიზარდა.
რეგულატორის ეს ნაბიჯი, წლიურად, სავალუტო სესხების გაცემებს $100 მლნ-ზე მეტით შეამცირებს. ზღვარის წინა აწევა $150 მილიონიან კლებაზე იყო გათვლილი, პირველი რეგულაცია კი სესხების $180 მლნ-ით შემცირებაზე.
სებ-მა, რეგულაციების შემოღებისას თქვა, რომ საბანკო სექტორი “კარგ ფორმაშია, სტაბილურად მომგებიანია და რეგულაციებს გაუმკლავდება”. ისიც თქვა, რომ ძალიან მკაცრი არ ყოფილა და სავალუტო სესხების შეზღუდვისთვის სხვა ინსტრუმენტები არ გამოუყენებია. კერძოდ, კონტრციკლური ბუფერი იგივე, 0.25%-ის ნიშნულზე დატოვა. თუმცა, მან აღნიშნული ბუფერი მანამდე 4-წლიან გრაფიკში ჩასვა და ისედაც არ ექვემდებარებოდა გადახედვას.
ხოლო დეკემბრიდან სარეზერვო მოთხოვნა ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე 5%-ით, 0.5 მილიარდიანი ზღვრის ამოქმედებამდე გაზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეზღუდვის მიზნით, მის ხელთ არსებული 2 ინსტრუმენტი გამოიყენა.