ლარზე მოთხოვნა ოქტომბერში თითქმის 1.5-ჯერ შემცირდა.
სებ-ის თვის მიმოხილვის თანახმად, სექტემბერში მიმოქცევაში არსებული ლარის მასა 79.5 მლნ ლარით გაიზარდა და 6.557 მილიარდს მიაღწია.
ოქტომბერში კი ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა 105 მლნ ლარითაა შემცირებული. ერთდღიანი სესხის ნაშთი სექტემბერში 365 მლნ-ით, ოქტომბერში კი თითქმის 2 მლრდ. ლარით არის გაზრდილი.
რეფინანსირების სესხები აგვისტო-სექტემბერში თითქმის 300 მილიონით გაიზარდა, ოქტომბერში კი ₾50 მლნ-ით შემცირებულია და ნაშთი 3.85 მლრდ -ს შეადგენს.
ოქტომბერში სავალუტო აუქციონებით სისტემას 600 მლნ ლარამდე ლიკვიდურობა მოაკლდა ( სებ-მა 4 აუქციონზე $213.5 მლნ გაყიდა). Bmatch ვაჭრობით და სხვა ინსტრუმენტებით კი 1 მილიარდ ლარზე მეტი.
სებ-ი სავალუტო ბაზარზე იმ მიზნით ერევა (მაშინ, როცა აწონასწორებს, ჭარბ მერყეობას ამცირებს), რომ კურსის საშუალო და გრძელვადიან სტაბილურობას საფრთხე ააცილოს.
სებ-ის სტატისტიკით, სექტემბერში $/₾ ვაჭრობის მთლიანმა ბრუნვამ $300.6 მილიონი შეადგინა (+$119 მლნ m.m). სექტემბერში სავალუტო ბაზარზე ყიდვა-გაყიდვების გარიგებები თითქმის მთლიანად სპოტ გარიგებებით დაიდო (99%) და 3.3 მლრდ. ლარს მიაღწია.