სექტემბრის სავალუტო ვაჭრობაში ეროვნული ბანკის წილი გაიზარდა. სებ-ის ანალიტიკური სტატისტიკით, სექტემბერში ნაღდ ფულზე მოთხოვნა თითქმის განახევრდა, ზრდა მხოლოდ 80 მლნ ლარი იყო. აგვისტოში კი, მატება, სებ-ის თვის მიმოხილვით, 137 მლნ ლარამდე იყო.
რეფინანსირების სესხები აგვისტოში ₾90 მლნ-ით გაიზარდა, სექტემბერში კი 200 მილიონი ლარით.
მთლიანობაში, სექტემბრის თვეში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 51.2 მლნ ლარით, ₾3,83 ლარს მლრდ -მდეა მომატებული.
ფართო ფულის (M3) მოცულობა თვიურად საშუალოდ 214.3 მლნ ლარით მატულობს. ხოლო მიმოქცევაში ლარის მოცულობა ₾6.4 მლრდ-ს აღემატება.
სებ-მა წინა სამშაბათის აუქციონით, მიმოქცევიდან 132 მლნ ლარამდე ამოიღო. სებ-ის ინფორმაციით, რეგულატორი სავალუტო ბაზარზე იმისთვის ერევა (როცა ჭარბ მერყეობას ამცირებს), რომ კურსის საშუალო და გრძელვადიან სტაბილურობას საფრთხე ააცილოს.
ლარის სიჭარბე კი აღინიშნება მაშინ, როცა ბაზარზე მის მოცულობასთან შედარებით მსხვილი გარიგება იდება ან ლიკვიდობის დროებითი ნაკლებობაა.
ამასთან სავალუტო ინტერვენციების გავლენა ასიმეტრიულია. ინტერვენცია უფრო ჭრის, როცა ლარი მყარია(ეფექტიანობის ასიმეტრიულობას ეროვნული ბანკი ყოველთვის ითვალისწინებს).
სებ-ის მიერ 8 ოქტომბერს გამოტანილი 60 მილიონიდან ბაზარმა $48.5 მილიონი შეისყიდა.
11 ივნისის შემდეგ ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონი არ გაუმართავს. მაის-ივნისში კი $169 მლნ -მდე გაყიდა და სისტემას 500 მლნ-მდე ლიკვიდობა მოაკლდა.
BMatch-ზე სებ-ის ივლის-აგვისტოს წმინდა შესყიდვებმა 43 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ცენტრალური ბანკის წმინდა სავალუტო გაყიდვებზე მოდის $61.6 მლნ მოდის (სამთავრობო კონვერტაციები).
სებ–ის წილი სავალუტო ბაზარზე და Bmatch-ზე შესყიდვები(გაყიდვები):
წილი | შესყიდვა(გაყიდვა) | |
აგვისტო | 1.2% | $41 მლნ |
ივლისი | 0.1% | $1.9 მლნ |
ივნისი | 3.3% | $42 მლნ |
მაისი | 3.7% | $9.1 მლნ |
აპრილი | 2.3% | $73.1 მლნ |
მარტი | 4.3% | $127,9 მლნ |
თებერვალი | 3.0% | $77.5 მლნ |
იანვარი | 0.3% | $8.1 მლნ |
წყარო: სებ-ი
სავალუტო ბაზარზე ყიდვა-გაყიდვების აქტივობები თითქმის მთლიანად სპოტ გარიგებებზე მოდის (>98.2%). აგვისტოს ვაჭრობა 3,3 მლრდ-ს აღემატება (+$462 მლნ Y.Y).