სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყნის მასშტაბით საზკვების 600-ზე მეტი ობიექტი შეამოწმეს.
თბილისში 200-მდე ბიზნესოპერატორი შემოწმდა და აქედან 14 ობიექტში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები – სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, აგრეთვე, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე. გარდა ამისა, დოკუმენტური შემოწმების შედეგად დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევის შემთხვევები, აღმოჩნდა ვადაგასული სურსათი.
ანალოგიური დარღვევები რეგიონებში 24 ობიექტში გამოვლინდა.
სააგენტოს ინფორმაციით, დარღვევებზე გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.
ბიზნესოპერატორებს დაევალათ შესაბამისი ღონისძიებების გატარება. მითითებების შესრულებასა და სურსათის განადგურებაზე ზედამხედველობა სააგენტოს ინსპექტორებმა განახორციელეს.