2024 წლის თებერვალში საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 106.8 მლნ დოლარით შემცირდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, თებერვალში რეზერვების მოცულობა $4,746 მილიარდს შეადგენდა, მაშინ, როცა 31 იანვრის მდგომარეობით $4.853 მლრდ იყო.
ამასთან, ერთთვიან ჭრილში $91 მილიონით შემცირდა სავალუტო რეზერვების მოცულობაც. კერძოდ, 2024 წლის იანვარში სებ-ის სავალუტო რეზერვები შეადგენდა $4.386 მლრდ-ს, თებერვალში კი $4.295 მლრდ-ს.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის თებერვლის სტატისტიკით, სებ-ს სავალუტო რეზერვების დიდი ნაწილი – $3.590 მლრდ ფასიან ქაღალდებში აქვს განთავსებული, ნაღდი ფულის სახით კი $704.9 მლნ-ს ინახავს.
ცნობისათვის, ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.