ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის 8 თვეში კომერციული ბანკების მოგებამ 2 მლრდ ლარს გადააჭარბა.
ბაზარზე ოპერირებადი 17 ბანკიდან (ახლად ლიცენზირებული ციფრული ბანკების: პეისერა, ჰეშ და პეივ ბანკის ჩათვლით) 12 მომგებიანი ბანკის ჯამური მაჩვენებელი 2.027 მლრდ ლარამდეა, რომლის 95% -ზე TOP-5 ბანკის წილად მოდის.
₾13 მლნ-ზე მეტი ზარალიდან, რომელიც 5 ბანკზე ნაწილდება, 7 მილიონი სილქ ბანკის 8 თვის მაჩვენებელია. სანქცირებული ვითიბი ბანკის წმინდა ზარალი კი ₾ 3 მილიონს აღემატება.
TOP-5 ბანკი წმინდა მოგებით 01.06.2024/01.09.2024
000 ₾ | 000 ₾ | |
საქართველოს ბანკი | 619 823 | 993 820 |
თიბისი ბანკი | 447 367 | 781 206 |
ლიბერთი ბანკი | 43 027 | 75 705 |
ბაზისბანკი | 31 657 | 49 241 |
კრედო | 15 212 | 39 010 |
წყარო: კომერციული ბანკები