2024 წლის იანვარი კომერციულმა ბანკებმა 234,936 მლნ ლარის წმინდა მოგებით დახურეს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ბანკების ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, გასულ თვეს მოგების 88% ორმა ბანკმა – საქართველოს ბანკმა და თიბისიმ გადაინაწილეს. 15 ბანკიდან სამი – სილქ ბანკი, ვითიბი ბანკი და პეისერა – ზარალზე გავიდნენ.
ბანკების რეიტინგი მოგების მიხედვით(2024 წლის იანვარი):
- საქართველოს ბანკი – 121,378 მლნ ლარი
- თიბისი – 85,946 მლნ ლარი
- ბაზის ბანკი – 8,036 მლნ ლარი
- ლიბერთი ბანკი – 7,971 მლნ ლარი
- პროკრედიტ ბანკი – 4,350 მლნ ლარი
- ქართუ ბანკი – 3,334 მლნ ლარი
- ტერა ბანკი – 1,846 მლნ ლარი
- კრედო ბანკი – 1,667 მლნ ლარი
- იშ-ბანკი – 1,663 მლნ ლარი
- ხალიკ ბანკი – 1,073 მლნ ლარი
- პაშა ბანკი – 640 ათასი ლარი
- ზირაათ ბანკი – 163 ათასი ლარი
რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, 2024 წლის იანვარში ვითიბი – 2,582-მილიონიან ზარალზე გავიდა, სილქ-ბანკი 408 ათასი ლარის ზარალზე, პეისერა კი 139 ათასი ლარის ზარალზე გავიდა.
ცნობისათვის, ამ პერიოდში ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.