საბანკო სექტორის ლიკვიდური აქტივების კოეფიციენტი, ლიკვიდური აქტივების თანაფარდობა მთლიან აქტივებთან, შემცირებულია.
01.12.2024-თვის აღნიშნული კოეფიციენტი ანუ ლიკვიდური აქტივები/მთლიან აქტივებთან 18.3%-ია (01.12.23 -20.9%).
ლიკვიდური აქტივებად კლასიფიცირდება ფულადი სახსრები (ნაღდი ფული და საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა) და სამთავრობო ფასიანი ქაღალდები.
ეროვნული ბანკის დეკემბრის მონაცემებით, საბანკო სექტორის ლიკვიდური აქტივები 17.4 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო მთლიანი აქტივები – 95 მლრდ ლარია (01.12.2023 – 16.9 მლრდ; ₾ 80.9 მლრდ).
აღნიშნული რესურსი ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად აქტივებს წარმოადგენს, რომლებიც ფულში სწრაფად კონვერტირებადია(კონვერტაციის დროს მათი ღირებულების შემცირება მინიმალური უნდა იყოს).
მაგალითად, ყველაზე მოთხოვნადი აქციებია (მაგ: S&P 500-ის კომპანიების აქციები). ასევე აქტივები, რომლებიც ინვესტირებულია მოკლევადიან, დაბალი რისკის მქონე ფინანსურ ინსტრუმენტებში.