თებერვალში საქართველოში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2024 წლის თებერვლის თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 2,08 ათასი ტონა, რაც 0,70 ათასი ტონით ანუ 50,7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,38 ათასი ტონა) შედარებით.
საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა
- თურქეთიდან – 0,41 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 19,7%-ს შეადგენს;
- გერმანია – 0,37 ათასი ტონა (17,8%);
- აზერბაიჯანი – 0,27 ათასი ტონა (13%);
- ირანი – 0,18 ათასი ტონა (8,6%).
საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 13,2 ათასი ტონა, რაც 6,3 ათასი ტონით ანუ 91,3%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (6,9 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის,
- საბერძნეთიდან- 6,2 ათასი ტონა(საავიაციო ნავთის იმპორტის 47%);
- თურქმენეთიდან – 2,4 ათასი ტონა (18,2%);
- რუსეთიდან- 2,3 ათასი ტონა (17,4%) –
- თურქეთიდან -1,2 ათასი ტონა( 9,1% );
- აზერბაიჯანიდან – 0,6 ათასი ტონა( 4,5%);
- რუმინეთიდან- 0,5 ათასი ტონა( 3,8%).