ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი რუსეთისა და ბელორუსის სპორტსმენებს შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლებას აძლევს.
„ისინი ორგანიზაციის ეგიდით გამართულ ტურნირებში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც, დამოუკიდებელი, ნეიტრალური სპორტსმენები“, – აცხადებენ ფედერაციაში.
ორგანიზაცია გადაამოწმებს რუსი და ბელორუსი სპორტსმენების აქტივობას სოციალურ ქსელებში, რათა გაარკვიოს, ხომ არ არიან ჩართული ომის პროპაგანდაში.
ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ისინი „მტკიცედ ეწინააღმდეგებიან ნებისმიერი ფორმის აგრესიას, დისკრიმინაციას, ომს ან სიცოცხლის მოსპობას“.