რუსული რუბლი აგრძელებს ვარდნას. მოსკოვის საფონდო ბირჟაზე დღეს დილით, დოლარის კურსმა 83 რუბლს გადააჭარბა. ეს რუბლის ბოლო ერთი წლის მინიმალური ნიშნულია. ამავდროულად, ევროს კურსი 2022 წლის 14 აპრილის შემდეგ პირველად, 91 რუბლამდე გაიზარდა.
რუბლს ასუსტებს იმპორტთან დაკავშირებული ტრანზაქციების ზრდა და ქვეყნიდან კაპიტალის გადინების მოლოდინი, რაც დასავლური კომპანიების გასვლით არის გამოწვეული. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში რუბლის კურსის ვარდნა გაგრძელდება და დოლარის მიმართ 83-84 რუბლამდე დაეცემა.
განახლებულ მაკროეკონომიკურ პროგნოზში რუსეთის ხელისუფლება 2023 წლის ბოლოსთვის დოლარის გაცვლის კურსს 77 რუბლის ნიშნულზე ელის. უფრო ადრე გაკეთებული პროგნოზით, მიმდინარე წლის საშუალო კურსი 68,3 რუბლი უნდა ყოფილიყო.