რუბლი აშშ დოლარის, ევროს და ჩინური იუანის მიმართ შარშანდელი აპრილის შემდეგ ასეთ დაბალ ნიშნულზე არ ყოფილა.
დღევანდელი, 30 ივნისის ვაჭრობის შემდეგ, ერთი აშშ დოლარის კურსმა 89,25 რუბლი შეადგინა. ხოლო ევროს ფასი 97 რუბლს გადასცდა.
რუბლი ბოლო ერთი თვის განმავლობაში თითქმის 10%-ით გაუფასურდა. რუსული ვალუტის ვარდნა ვაგნერის ამბოხისა და ქვეყანაში შექმნილი არეულობის ფონზე დაჩქარდა.
მთავარი მიზეზი ექსპორტის ვარდნაა.
რუსეთის ცენტრალური ბანკი აქტიურად ებრძვის ინფლაციას.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუბლის კლება კიდევ გაგრძელდება.