რუსული მედია წერს, რომ ლუკოილის ვიცე-პრეზიდენტმა თავი მოიკლა.
ლუკოილის ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი რობერტუსი, 13 მარტს საკუთარ კაბინეტში გარდაცვლილი ნახეს.
რუსული მედიის ცნობით, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე რობერტუსმა ჯანმრთელობაზე დაიჩივლა და თავის ტკივილის აბები ითხოვა, რის შემდეგაც კაბინეტში წავიდა.
„რამდენიმე საათის შემდეგ, რობერტუსმა ტელეფონს არ უპასუხა. თანამშრომლებმა გადაწყვიტეს კაბინეტში შესულიყვნენ და იქ მისი ცხედარი იპოვეს. ტოპ მენეჯერმა თავი მოიკლა და ასფიქსიით გარდაიცვალა. ის კომპანიაში დაახლოებით 30 წელი მუშაობდა. “ – წერს რუსული გამოცემა.
რობერტუსი ლუკოილის უკვე მეოთხე ხელმძღვანელია, რომელიც საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.