რუსული ავტოვაზი(AvtoVAZ) აზერბაიჯანში Lada-ს ავტომობილების აწყობას იწყებს და 2024 წელს იქ 1,5 ათასი ავტომობილის გამოშვებას გეგმავს.
პირველ ეტაპზე Granta-ს მოდელს ააწყობენ და 2024 წლის ბოლომდე Niva – Legend-ს და Travel-ს დაამატებენ.
კომპანიის ინფორმაციით, წარმოების მოცულობამ აზერბაიჯანში მომდევნო რამდენიმე წელიწადში 4-5 ათას მანქანას შეიძლება მიაღწიოს.
აზერბაიჯანში წარმოების დაწყებით Lada გეგმავს დაიბრუნოს თავისი წილი ამ ქვეყნის ბაზარზე, რომელსაც ის კრიზისამდე ფლობდა.