ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლებამ აუქციონზე გაყიდა უკრაინის პრეზიდენტის – ვოლოდიმირ ზელენსკის ბინა, რომელიც იალტაში, სოფელ ლივადიაში მდებარეობს.
119.5 კვ.მეტრის ფართის ბინა აუქციონზე $476 ათასად გაიყიდა.
ბინის საწყისი ღირებულება დაახლოებით $200 ათასი იყო. აუქციონში ორმა პირმა მიიღო მონაწილეობა.
როგორც უკრაინული მედია წერს, რუსებმა ოკუპირებულ ყირიმში დაიწყეს ქონების ჩამორთმევა უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც რუსული პასპორტი არ აქვთ.
გასაყიდი ობიექტების სიაში 100-მდე უკრაინელის უძრავი ქონებაა შეტანილი.