რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო 2024-2026 წლებში რუბლის დასუსტებას ელოდება, რაც ძირითადად ექსპორტის შემცირებით იქნება გამოწვეული.
ვარაუდობენ, რომ ექსპორტი როგორც წელს, ასევე, მომდევნო წლებში, სანქციების გამო კვლავაც შემცირებული იქნება, რაც რუბლის კურსზე ნეგატიურად იმოქმედებს.
ბოლო ვაჭრობის დროს რუბლი დოლარის მიმართ კიდევ დაეცა და ერთი დოლარის ღირებულება 82 რუბლს მიუახლოვდა. ეს საპროგნოზო მაჩვენებელზე გაცილებით უარესი კურსია, რადგან 2023 წლის ბიუჯეტი 68,3 რუბლი/დოლართან მაჩვენებელზეა დაგეგმილი.
ბიუჯეტში შემცირებულია შემოსავლები ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაყიდვებიდან. მეორე მხრივ, რუბლს ასუსტებს უცხოური კაპიტალის გასვლა ქვეყნიდან, რაც, როგორც ცენტრალური ბანკი ვარაუდობს, მომავალშიც გაგრძელდება.
ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ეცდება გაზარდოს ექსპორტი მეგობრული ქვეყნების ბაზრებზე.
რუბლის გაძლიერება შეუძლია ნავთობის ფასის ზრდას. ქვეყანაში ნავთობის მოპოვების პროგნოზი 210 ათასი ბარელით გაზარდა. თუმცა, ეს 2022 წლის დონეზე 530 ათასი ბარელით ნაკლებია.