ხორბლის ფასი ოთხთვიან მაქსიმუმამდე გაიზარდა. გაძვირების მიზეზი რუსეთში შექმნილი პოლიტიკური არეულობა გახდა. რუსეთში განვითარებული მოვლენებს აშშ-ში დაწყებული გვალვაც ემატება.
ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფიუჩერსები დაახლოებით 2%-ით გაიზარდა და ბუშელზე $7,5-ის ნიშნულთან ახლოს იყიდება.
მანამდე ხორბლის ფასზე კახოვკის ჰესის აფეთქებამ იმოქმედა. შედეგად, ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟაზე ხორბლის ფასი ბოლო სამ კვირაში მაქსიმუმამდე გაიზარდა და ტონაზე $230,6 (+$1,3) შეადგინა.
ხორბლის გაძვირება რუსეთში ვაგნერის აჯანყების შემდეგ დაიწყო. მოვლენების ეპიცენტრში იყო როსტოვის ოლქი, რომელიც მარცვლეულის წარმოების ერთ-ერთი მთავარი რეგიონია რუსეთში.
სავაჭრო ფასზე მოქმედებს აშშ-ის დასავლეთ ნაწილში არსებული გვალვაც, რაც ხორბლის მოსავალს რისკის ქვეშ აყენებს.