რუსეთმა უკრაინიდამ მილიონობით ტონა მარცვლეული მოიპარა, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის ანგარიშში წერია.
ანგარიში ეფუძნება აშშ-ის დაზვერვის მონაცემებს, სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებსა და ღია წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას.
რუსეთმა 2022 წლის მოსავლიდან დაახლოებით 6 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეული მოიპარა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სატვირთო გემები, რომლებიც 2022 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოპარული მარცვლეულის გადასაზიდად გამოიყენებოდა, გადაადგილდებოდნენ თურქეთის სანაპიროს გასწვრივ და ტვირთი გადაჰქონდათ სირიის, ისრაელის, ირანის, საქართველოსა და ლიბანის პორტების მიმართულებით.
მარცვლეულის ნაწილი რუსებმა სატვირთო მანქანებით წაიღეს ოკუპირებული ყირიმის პორტებში და შემდეგ გემებით გაიტანეს. როგორც დაზვერვის წყაროები უთითებენ, მათ ტრანსპორტირებისთვის დასავლეთის სანქციების ქვეშ მყოფი გემებიც გამოიყენეს.
კრემლი უკრაინაში მოპარულ ხორბალს აწვდის სირიას, ასევე აფრიკაში გვალვით დაზარალებულ ქვეყნებს.