მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ დააყადაღა შვეიცარიული ბანკების – UBS-ისა და Credit Suisse-ის აქტივები. ასევე, აუკრძალა რუსული შვილობილი კომპანიების აქციების გამოყენება.
Credit Suisse-ს აეკრძალა შვილობილი რუსული ფინანსური ინსტიტუტების – Bank Credit Suisse-ისა და Credit Suisse Securities-ის აქციებისა და წილების განკარგვა, ხოლო UBS-ს – UBS Bank-ის აქტივების გამოყენება.
ასევე, რეგისტრატორებს ეკრძალებათ მათი ტრანზაქციების რეგისტრაცია, ხოლო საგადასახადო ორგანოებს – სახელმწიფო რეესტრში მონაცემების ნებისმიერი ცვლილება.
მოსკოვის სასამართლოს ბანკების აქტივების დაყადაღების შუამდგომლობით, რუსულმა ბანკმა Zenit-მა მიმართა და მოითხოვა UBS-ისა და Credit Suisse-ის თანხების დაყადაღება $13,6 მილიონის ოდენობით. თუმცა, სასამართლომ ამ მოთხოვნაზე უარი თქვა, რადგან რუსულმა ბანკმა ვერ დაასაბუთა ყადაღის აუცილებლობა.
ჩივილის მიზეზი გახდა დავა Zenit-ის მიერ 2021 წელს Intergrain S.A.-ისთვის გაცემულო სესხის თაობაზე: Intergrain S.A.-ის აგენტი იყო Credit Suisse-ის ლონდონის ფილიალი. ამ შეთანხმების მიხედვით, Zenit-მა მსესხებელს $20 მილიონი გადაურიცხა.
2023 წლის თებერვალში Zenit-ს სანქციები დაუწესეს შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა და შეწყვიტეს მსესხებლისგან გადახდების მიღება.
ამის შემდეგ Credit Suisse-მა რუსულ ბანკს აცნობა, რომ სანქციების გამო თანხას არ გადაიხდიდა.
12 ივნისს UBS-მა გაკოტრებული Credit Suisse შეიერთა.