კოსმოსური სადგური Luna-25 მთვარეზე 11 აგვისტოს, მოსკოვის დროით 02:10 საათზე, ამურის რეგიონის ვოსტოჩნის კოსმოდრომიდან გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას Roscosmos ავრცელებს.
გაშვებიდან ერთი საათის შემდეგ, კოსმოსური სადგური გადამზიდავმა მთვარისკენ მიმავალ გზაზე დააყენა და ის ფრეგატის ზედა საფეხურს გამოეყო.
Luna-25-ის გასვლა წრიულ ორბიტაზე, 100 კილომეტრის სიმაღლეზე, 16 აგვისტოსთვის არის დაგეგმილი, ხოლო დედამიწაზე 21 აგვისტოს დაეშვება.
Luna-25 პირველი რუსული მისიაა მთვარეზე 1976 წლის შემდეგ, როდესაც კოსმოსში საბჭოთა სადგური Luna-24 გაუშვეს.
Roscosmos –ის ცნობით, Luna-25 იქნება ისტორიაში პირველი სადგური, რომელიც დაეშვება მთვარის სამხრეთ პოლუსზე. მისიის ძირითადი ამოცანებია რბილი დაშვების ტექნოლოგიების შემუშავება, პლანეტის შიდა სტრუქტურისა და რესურსების, მათ შორის წყლის რესურსის შესწავლა.