რუსეთმა ნავთობის ექსპორტზე გადასახადის განულების გადაწყვეტილება მიიღო.
2024 წლის 1-ელი იანვრიდან ტონა ნავთობზე არსებული $24,7 -იანი გადასახადი 0-მდე ჩამოვა.
რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ასევე განულდება გადასახადი ნავთობპროდუქტებისა და ზეთების ექსპორტზე. ასევე, უქმდება ბენზინის, ნაფთას და კოქსის საექსპორტო გადასახადები.
თხევად გაზზე (LPG) საექსპორტო გადასახადი იქნება $1.6, ხოლო LPG ფრაქციებზე – $1.4.
ამჟამად, ურალის ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე $66 ფარგლებშია. ჩრდილოეთ ზღვის ნავთობი კი $79-ად ივაჭრება.