რუსეთმა დაბლოკა ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის (JCC) მუშაობა, რომელიც ამოწმებს გემებს, რომლებიც უკრაინის პორტებიდან რუსეთის „მარცვლეულის დერეფნის”გასწვრივ მოძრაობენ.
„რუსეთმა დაარღვია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის პირობები. ვითარება კრიტიკულია”, – განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ.
შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფარგლებში რუსეთის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლები ამოწმებენ გემებს, რომლებიც უკრაინის პორტებში მიდიან. თუმცა, 11 აპრილს არ შეუმოწმებიათ.
უკრაინულმა მხარემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამი მშრალი ტვირთის სია წარადგინა, მაგრამ რუსებმა ისინი შეცვალეს და ჩამონათვალში სხვა გემები შეიტანეს. შედეგად, უკრაინულმა გემებმა ვერ შეძლეს გზის გაგრძელება, რაც მოსკოვის მხრიდან დე ფაქტო ბლოკადას ნიშნავს.
გაერთიანებული საკოორდინაციო ცენტრის ინფორმაციით, სამშაბათს, 11 აპრილს, მარცვლეულის დერეფნის მუშაობა შემოწმების არარსებობის გამო შეჩერდა. ბოლო ოთხი შემოწმება გემებზე 10 აპრილს ჩატარდა, რომლებმაც შემდეგ ოდესისა და ჩორნომორსკის პორტები დატოვეს.
უკრაინის მხარის ინფორმაციით, თუ რუსეთი გააგრძელებს ბლოკადას, მსოფლიო ბაზარზე სურსათის ფასები, სავარაუდოდ, 15%-ით გაიზრდება.
როგორც ცნობილია, რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა, რომელსაც ვადა 18 მარტს ამოეწურა, 60 დღით გაახანგრძლივა.
რუსეთი მოთხოვნაა, ამ პერიოდის განმავლობაში აღდგეს მისი სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ასევე, სასუქების ექსპორტი.