რუსეთიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ფე-ფაქტო ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სამინისტრო ადასტურებს. აფხაზეთი 327 მილიონ კვტ. სთ-ს მიიღებს.
ელექტროენერგია ადგილობრივ მოსახლეობას შეზღუდვით ექნება, გაითიშება 2 საათი დღის განმავლობაში და 2 საათით ღამით.
ბოლო დღეებში აფხაზეთში მწვავე დეფიციტი შეიქმნა, რა დროსაც ელექტროენერგია დღე-ღამის განმავლობაში 9-11 საათის განმავლობაში არ გათიშული იყო.
21 დეკემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბადრა გუნბამ რუსეთს ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება სთხოვა. მისი თქმით, დახმარების გარეშე აფხაზეთი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე იყო.
აფხაზეთში ენერგოდეფიციტი 1 ნოემბრიდან დაიწყო და განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ენგურის ჰიდროელექტროსადგურში წყლის დონის მკვეთრად დაიკლო. აფხაზეთმა ამჯერად ვერ მიიღო ელექტროენერგია, რასაც რუსეთი მას წინა წლებში, ზამთრის სეზონზე აწვდიდა, რადგან თანხა 2024 წლის ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული. დე-ფაქტო მთავრობამ დამატებითი თანხები ვერ მოიძია, რადგან რუსეთი საბიუჯეტო სუბსიდიას აღარ უხდის.~
რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც დეკემბრის დასაწყისში რესპუბლიკის ხელისუფლებამ უარი თქვა მოსკოვთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირებაზე, რასაც მოჰყვა ოპოზიციის პროტესტი აფხაზეთში. TASS