რუსეთი 2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, შაქრის ექსპორტზე შეზღუდვებს აწესებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს სურსათის შიდა ბაზარზე სტაბილურობაის შენარჩუნებას.
აკრძალვა არ შეეხებათ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, თუმცა აქაც შაქარი შეზღუდული რაოდენობით გავა. კერძოდ, სომხეთში კვოტა 28 ათასი ტონა იქნება, ბელარუსში – 5 ათასი ტონა, ყაზახეთში – 120 ათასი ტონა და ყირგიზეთში – 28.5 ათასი ტონა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ მოცულობების ექსპორტიორებს შორის განაწილება დაევალა.
რუსეთში შაქარს ყიდულობს საქართველოც, თუმცა მისი წილი მთლიან იმპორტში იმდენად დაბალია, რომ აღნიშნული აკრძალვა ბაზარზე გავლენად ფაქტობრივად, ვერ მოახდენს.
საქსტატის მონაცემებით, წელს სამი თვის განმავლობაში საქართველოში $88.68 ათასის (125.17 ტონა) შაქარი შემოვიდა, რაც მთლიანი იმპორტის ერთი პროცენიც კი არ არის. წელს შაქრის იმპორტის მოცულობამ $10.226 მლნ შეადგინა (12 734 ტონა). კიდევ უფრო მინიმალური მოცულობის შაქარი შემოვიდა საქართველოში რუსეთიდან გასული წლის სამ თვეში, მხოლოდ $4.21 ათასის (1.38 ტონა), მთლიანმა იმპორტმა კი $15.469 მლნ შეადგინა (22 961 ტონა).
იმპორტიორე ქვეყნების ტოპ-5 კი ასე გამოიყურება: (2024 წლის სამი თვე)
- საფრანგეთი – $4.170 მლნ (4 930 ტონა)
- თურქეთი – $2.104 მლნ (2 873 ტონა)
- ნიდერლანდები – $2.077 მლნ (2.462 ტონა)
- ბელგია – $1.056 მლნ (1.485 ტონა)
- მაროკო – $456.7 ათასი (572 ტონა)