რუსეთმა შესაძლოა, ღვინის იმპორტზე გადასახადი გაზარდოს (ამჟამად განაკვეთი12,5%-ია). ამის შესახებ რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ალექსეი საზანოვმა განაცხადა. ამასთან, მან განმარტა, რომ „საუბარი არ არის იმპორტის აკრძალვაზე”.
მისი თქმით, ამ წინადადებას ამჟამად საბაჟო და ტარიფების რეგულირების კომისია განიხილავს.
„განიხილება გადასახადების გაზრდის ვარიანტი. მთავარია, დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მომხმარებლებისთვის ფასების მნიშვნელოვან ზრდას არ გამოიწვევს.
საჭიროების შემთხვევაში, ამ პროცესს ფედერალური ანტიმონოპოლიური სამსახურიც შეუერთდება და გააანალიზებს ბაზარზე არსებულ ვითარებას“.
რუსეთმა ასევე შემოიღო აქციზის გადასახადი შაქრიან სასმელებზე, რომელიც 2023 წლის 1-ელი ივლისიდან შედის ძალაში.