რუსეთს გეგმავს, კონტროლი დააწესოს კაპიტალის მოძრაობაზე, რათა შეაჩეროს რუბლის კოლაფსი. ამის შესახებ Bloomberg წერს.
რუსეთის მთავრობა ექსპორტიორებს დაავალდებულებს, რომ შემოსავლის სახით მიღებული ვალუტა გაყიდონ. ასევე, შეზღუდვა დაწესდება უცხოურ ვალუტაში საბანკო გადარიცხვებზე.
რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ბოლო თვეების განმავლობაში, რუსმა ექსპორტიორებმა უკვე გაყიდეს თავიანთი სავალუტო შემოსავლების 80%-ზე მეტი და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მათი მთლიანი შემოსავლების მხოლოდ 1% რჩება.
ეკონომისტების პროგნოზით, ცენტრალური ბანკის ინტერვენციების ან ვალუტის სავალდებულო გაყიდვის მიუხედავად, რუბლის გამყარებას რამდენიმე თვე დასჭირდება.
ამავდროულად, რუბლის მხარდასაჭერად სავალუტო ინტერვენციების განხორციელებას ისიც ართულებს, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი სანქციების გამო გაყინულია.
ცნობისთვის, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ინფლაციისა და რუბლის ვარდნის შესაჩერებლად რეფინანსირების განაკვეთი 12%-მდე გაზარდა. ამან მხოლოდ დროებით შეაჩერა რუბლის გაუფასურება. რუსულმა ვალუტამ მალევე განაახლა გაუფასურება.