რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა ახალი მექსნიზმები კავკასიის ქვეყნებიდან ალკოჰოლური სასმელების იმპორტის გასაფართოებლად.
გადწყვეტილება ასტრახანისა და ოლიას პორტების (ასტრახანის რეგიონი) მეშვეობით ეთილის სპირტის, ალკოჰოლური პროდუქტებისა და თამბაქოს ნაწარმის რუსეთში გამარტივებულ შეტანას გულისხმობს.
პროექტი ითვალისწინებს ცვლილებას მთავრობის დადგენილებაში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ საგუშაგოების შექმნის შესახებ (2003 წლის 9 დეკემბერი No. 743).
დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნების მიერ შეზღუდვების შემოღებისა და უცხოური კომპანიების რუსეთის ბაზრიდან გასვლის შემდეგ, კავკასიის ქვეყნებიდან ალკოჰოლური პროდუქტების იმპორტის მნიშვნელობა გაიზარდა. თუმცა, ამას ამჟამად მრავალი პრობლემა აფერხებს.
„სახელმწიფო საზღვრის ზემო ლარსი-ყაზბეგის რუსეთ-საქართველოს მონაკვეთზე ალკოჰოლური სასმელების იმპორტის საავტომობილო გამშვები პუნქტი მუშაობს გაზრდილი დატვირთვის რეჟიმში და ხშირად იკეტება საქართველოს მთიან რაიონში არასასურველი ამინდის გამო. სამხედრო გზატკეცილი, განსაკუთრებით ზამთარში, მოიცავს ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა ნგრევის რისკი, მთის სერპენტინის არსებობა, ხიდები და გვირაბები, რაც იწვევს ლოგისტიკის ღირებულების მნიშვნელოვან ზრდას”, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
დოკუმენტის ავტორების თქმით, „ასეთ პირობებში მიზანშეწონილია, განვითარდეს საზღვაო ტრანსპორტი კასპიის ზღვაზე, რაც შეინარჩუნებს ალკოჰოლური პროდუქტების არხს კავკასიის ქვეყნებიდან რუსეთის ფედერაციაში და შეამცირებს ლოგისტიკასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ვინაიდან საზღვაო კომუნიკაცია ნაკლები ჯდება“, – ნათქვამია დოკუმენტში