რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი 200 საბაზისო პუნქტით, 18%-მდე გაიზარდა.
მანამდე ცენტრალურმა ბანკმა, განაკვეთი ზედიზედ ოთხჯერ, უცვლელად, წლიურ 16%-ზე დატოვა.
მარეგულირებელი აღნიშნავს, რომ რუსეთში ინფლაცია დაჩქარდა და ის უკვე ბევრად აღემატება საპროგნოზო მაჩვენებელს.
ცენტრალური ბანკის შეფასებით, ქვეყანაში შიდა მოთხოვნის ზრდა საგრძნობლად აჭარბებს საქონლისა და სერვისების მიწოდებას. ამ პირობებში, ინფლაციის შემცირება ვერ მოხდება, ამიტომ აუცილებელია, მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრება.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ რუსეთის ბანკი მომავალ სხდომაზე, რომელიც 13 სექტემბერს გაიმართება, განაკვეთს კიდევ გაზრდის.